- დეტალები
-
შექმნილია ორშაბათი, 04 December 2023 09:06
სემინარი შედგება ოთხშაბათს, 6 დეკემბერს, 14:00-ზე.
კვანტური მექანიკის მათემატიკური აპარატის ზოგიერთი საკითხი
მომხსენებელი: პროფ. ანზორ ხელაშვილი
- დეტალები
-
შექმნილია პარასკევი, 03 February 2023 06:01
საქართველოს უნივერსიტეტის ხელშეწყობითა და ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით იგეგმება სალექციო კურსის ჩატარება თემაზე "მონაცემთა ანალიზი".
ვრცლად: ლექციების კურსი მონაცემთა ანალიზში
- დეტალები
-
შექმნილია ორშაბათი, 19 February 2018 10:21
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში შედგა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრაციის წარმომადგენლების (ფონდის გენერალური დირექტორი ქ-ნი მანანა მიქაბერიძე, გენერალური დირექტორის მოადგილე ქ-ნი სოფიო უჩანეიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი ქ-ნი მარიამ ქებურია) შეხვედრა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის დიდი ადრონული კოლაიდერის ATLAS ექსპერიმენტის ტექნიკურ კოორდინატორთან პროფესორ ლუდოვიკო პონტეკორვოსთან და ექსპერიმენტში მოღვაწე ქართული ჯგუფის წევრებთან. დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ ლუდოვიკო პონტეკორვო, მანანა მიქაბერიძე, ირაკლი მინაშვილი (საქართველოს ჯგუფის ხელმღვანელი ATLAS ექსპერიმენტში), ჯემალ ხუბუა, თამარ ჯობავა.
- დეტალები
-
შექმნილია პარასკევი, 16 February 2018 16:50
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში შედგა შეხვედრა ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის დიდი ადრონული კოლაიდერის ATLAS ექსპერიმენტში მოღვაწე ქართული ჯგუფის წევრებსა და ექსპერიმენტის ტექნიკურ კოორდინატორ პროფესორ ლუდოვიკო პონტეკორვოს შორის. საქართველოს სამეცნიერო გუნდის მოღვაწეობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა თამარ ჯობავამ. დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ ირაკლი მინაშვილი (საქართველოს ჯგუფის ხელმღვანელი ATLAS ექსპერიმენტში 2017 წლიდან), ჯემალ ხუბუა (საქართველოს ჯგუფის ხელმღვანელი ATLAS ექსპერიმენტში 1994 – 2017 წწ), ედიშერ ცხადაძე, მაია მოსიძე, გელა დევიძე. ჯგუფის ახალგაზრდა წევრებმა (ჯუანშერ ჯეჯელავა, არჩილ დურგლიშვილი, თამარ ზაქაერეიშვილი) შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს მათი სამეცნიერო აქტივობის შედეგები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე რობოტექნიკის და ელექტრონიკის აკადემიის წარმომადგენლებმა (ალექსანდრე ტატიშვილმა, ლევან გაბისონიამ, თორნიკე ჭაბუკიანმა). დაისახა გზები მათი ATLAS ექსპერიმენტის ქართულ ჯგუფში ინტეგრაციის შესაძლებლობის შესახებ.
|