თსუ-ში ჩატარდა საერთაშორისო მასტერკლასები ნაწილაკების ფიზიკაში

2018 წლის 6 და 10 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციასთან – ცერნთან (CERN) თანამშრომლობით ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო აუთრიჩ-ჯგუფის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მასტერკლასები ნაწილაკების ფიზიკაში. ღონისძიებას ადგილობრივად ორგანიზება გაუწია ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტთან ერთად.

ამ ღონისძიების ფარგლებში, ATLAS-ექსპერიმენტში მონაწილე თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და ლანკასტერის უნივერსიტეტის ქართველმა პროფესორმა,  სკოლის მოსწავლეებს წაუკითხეს ლექციები და გააცნეს თუ რა საიდუმლოებებს მოიცავს ნაწილაკების ფიზიკა და როგორ ცდილობს  დიდ ადრონულ კოლაიდერზე ATLAS-ექსპერიმენტი ამოხსნას ეს საიდუმლოებები. ლექციებიდან მიღებული ცოდნის საფუცველზე, ბავშვებმა თავად შესძლეს დაემუშავებინათ დიდ ადრონულ კოლაიდერზე ATLAS-ექსპერიმენტიში პროტონების დაჯახების შედეგად დაგროვებული რეალური მონაცემები. მათ თავად გამოიკვლიეს პროტონების შიდა სტრუქტურა და აღმოაჩინეს სხვადასხვა ელემენტრაული ნაწილაკები, რითაც ისინი ეზიარნენ ნაწილაკების ფიზიკის თვალით დანახულ მომხიბლავ სამყაროს.

juelich research center
TodayToday77
This MonthThis Month1886