ჩვენს შესახებ

ამჟამინდელი აქტიურობები

თსუ მეფის მიმდინარე მონაწილეობა ATLAS ექსპერიმენტში მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ATLAS ადრონული ტაილ კალორიმეტრი

  1. ექსპლატაციისა და განახლების სამუშაოები (ი. მინაშვილი, ნ. მოსულიშვილი).

  2. მონაწილეობა ATLAS დანადგარზე ექსპერიმენტული მონაცემების დაგროვების სეანსებში, ტაილ კალორიმეტრის მონაცემთა ვარგისიანობის შეფასებისა და მონიტორინგის ხელმძღვანელობა (ჯ.ხუბუა, მ.მოსიძე, თ.ჯობავა).

  3. ტაილ კალორიმეტრის მოდერნიზაციის მე-2 ფაზისათვის შექმნილი განახლებული ელექტრონიკით აღჭურვილი მოდულის პროტოტიპის- დემონსტრატორის სატესტო დასხივების სეანსებში მონაწილეობა და დაგროვილი ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზი (თ. ზაქარეიშვილი).

  4. ტაილ კალორიმეტრის ღრეჭოს სცინტილატორების ყალიბრება ელექტრონებისა და ჭავლებისათვის (ა. დურგლიშვილი, ბ. ჩარგეიშვილი).

  5. ტაილ კალორიმეტრის მოდერნიზაციის მე-2 ფაზა (ა. დურგლიშვილი, ბ. ჩარგეიშვილი).

 

ანალიზი ფიზიკური პროგრამის ფარგლებში

  1. არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენებით მიმდინარე ტოპ კვარკის დაშლის t Zq (q=u,c კვარკებს) შესწავლა (ა.დურგლიშვილი, მ.მოსიძე, თ.ჯობავა, გ.დევიძე).

  2. J/ψ მეზონების ტოპ ანტიტოპ კვარკულ წყვილებთან ერთად ასოციატიურად დაბადების დამზერა და გაზომვა (ლანკასტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფ. ვ. ქართველიშვილთან თანამშრომლობით - ბ.ჩარგეიშვილი, თ. ზაქარეიშვილი, თ.ჯობავა, ა.დურგლიშვილი, ჯ.ხუბუა, მ.მოსიძე, გ.დევიძე).

juelich research center
TodayToday194
This MonthThis Month1772