ისტორია

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (მეფი თსუ) შეიქმნა 1980 წელს უნივერსიტეტთან არსებული მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის ბაზაზე, რომელიც შეიქმნა 1971 წელს უნივერსიტეტის რექტორის აკადემიკოს ილია ვეკუას მხარდაჭერით. ინსტიტუტის დაარსებიდან 1996 წლამდე მისი დირექტორი იყო აკადემიკოსი ნოდარ ამაღლობელი. 1996-2004 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი (1986-2004 წწ.), აკადემიკოსი ალბერტ თავხელიძე, რომელიც ინსტიტუტის დაარსების დღიდან ასევე იყო მისი მეცნიერ-ხელმძღვანელი. 2004 წლის ივლისის თვიდან ინსტიტუტს ხელმძღვანელობს ფიზ.-მათ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ნიორაძე.

საბჭოთა პერიოდში ინსტიტუტს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ისეთ სამეცნიერო ცენტრებთან, როგორებიც იყო დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი და სერპუხოვის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტიტი (რუსეთი), სადაც სამეცნიერო წრთობა გაიარა ინსტიტუტის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა. დუბნასთან ინსტიტუტი დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ინსტიტუტმა მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები დაამყარა იულიხის კვლევით ცენტრთან (იულიხი, გერმანია), ხოლო მოგვიანებით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრთან (ჟენევა, შვეიცარია), რომლებშიც წარმატებით მუშაობდა ინსტიტუტის არა ერთი წარგზავნილი. ინსტიტუტის თანამშრომლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ ცენტრებში მიმდინარე ექსპერიმენტებში (ANKE, ATLAS, CMS). დღეისათვის ეს კონტაქტები უფრო ღრმავდება და ფართოვდება.

ვრცელი ინფორმაცია ინსტიტუტის შესახებ იხილეთ ინსტიტუტის დაარსებიდან 35 წლის საიუბილეო თარიღთან მიძღვნილ გამოცემაში.

ინსტიტუტის თანამშრომლებს არაერთი სახელმწიფო ჯილდო და პრემია აქვთ მიღებული. მათ შორის:
საბჭოთა კავშირის  სახელმწიფო პრემია

  • 1977 წელი - თ.კოპალეიშვილი; ნაშრომთა ციკლისათვის "მსუბუქი ბირთვების გახლეჩის შსწავლა მაღალი ენერგიების გამა სხივებით“.

საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

  •  1985 წელი -ნ.ამაღლობელი, ვ.კეკელიძე, გ. ნიქობაძე და ვ.ჯორჯაძე; ახალი ვიწრო ბარიონული რეზონანსის აღმოჩენისა და გამოკვლევისადმი მიძღვნილ შრომათა ციკლისათვის.

პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

  • 1972 წელი  -თ.კოპალეიშვილი; “გამოკვლევები მსუბუქი ბირთვების მიერ  p- მეზონების შთანთქმის თეორიაში“,
  • 1976 წელი - ნ.ამაღობელი, ი.თევზაძე, რ. სალუქვაძე და მ.ჩარგეიშვილი; მეზონების პროტონებთან და ნახშირბადის ბირთვებთან ურთიეთქმედებისას წარმოქმნილ უცნაური ნაწილაკებისადმი მიძღვნილ შრომათა ციკლისათვის,
  • 1983 წელი -ა.ხელაშვილი; "სამ განზომილებიანი რელატივისტური განტოლებები და მათი გამოყენება ფერმიონების ბმული მდგომარეობების აღსაწერად“,
  • 2004 წელი - ლ.ჩხაიძე და თ.ჯობავა; ნაშრომთა ციკლისათვის "მაღალ ენერგიებზე ბირთვ-ბირთვულ ურთიერთქმედებებში კოლექტიური გამოდინების ეფექტის შესწავლა".

ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია

  • 1977 წელი - თ.კოპალეიშვილი; ნაშრომთა ციკლისათვის "პი-მეზონების ატომბირთვებთან ურთიერთქმედების შესწავლა".

 ილია ვეკუას სახელობის პრემია

  • 2009 წელი  - ა.ხელაშვილი; მონოგრაფიისათვის Dynamikal Symmetries of the Kepler-Coulomb Problem in Classical and Quantum Mechanics (Non-Relativistic and Relativistic), Monography Nova Publishers, New York, 2008.

 ეროვნული პრემია

  • 2009 წელი - მ.ნიორაძე და ა.ხელაშვილი; ნაშრომთა ციკლისთვის “სინათლის ფრონტის ფორმალიზმი შედგენილი სისტემებისათვის და ზოგიერთი მისი გამოყენება ნაწილაკთა და რელატივისტურ ბირთვულ ფიზიკაში”,
  • 2010 წელი - ი.მინაშვილი და ჯ.ხუბუა; ნაშრომთა ციკლისთვის “დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაგეგმილ ექსპერიმენტ ATLAS-ში ადრონული კალორიმეტრისა და მიუონური სისტემის ცენტრალური ნაწილების და დანადგარის მაკონტროლირებელი სისტემის შექმნა“.

ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომლების ნაწილი წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში:

ბევრი მათგანი დღესაც ინარჩუნებს მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტებს ჩვენს ინსტიტუტთან.
ინსტიტუტის ისტორიაზე ბევრ საინტერესო მასალას შეიცავს ინსტიტუტის ყოფილი სწავლული მდივნის, ომარ შუდრას მოგონებები.
© 1980 - 2018 მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი

juelich research center
TodayToday84
This MonthThis Month1662