ამ ღონისძიების ფარგლებში, ATLAS-ექსპერიმენტში მონაწილე თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და ლანკასტერის უნივერსიტეტის ქართველმა პროფესორმა, სკოლის მოსწავლეებს წაუკითხეს ლექციები და გააცნეს თუ რა საიდუმლოებებს მოიცავს ნაწილაკების ფიზიკა და როგორ ცდილობს დიდ ადრონულ კოლაიდერზე ATLAS-ექსპერიმენტი ამოხსნას ეს საიდუმლოებები. ლექციებიდან მიღებული ცოდნის საფუცველზე, ბავშვებმა თავად შესძლეს დაემუშავებინათ დიდ ადრონულ კოლაიდერზე ATLAS-ექსპერიმენტიში პროტონების დაჯახების შედეგად დაგროვებული რეალური მონაცემები. მათ თავად გამოიკვლიეს პროტონების შიდა სტრუქტურა და აღმოაჩინეს სხვადასხვა ელემენტრაული ნაწილაკები, რითაც ისინი ეზიარნენ ნაწილაკების ფიზიკის თვალით დანახულ მომხიბლავ სამყაროს.