კვლევები

ATLAS მასტერკლასები

2017 წლის 3 აპრილისა და 23-25 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის -ცერნის (CERN) მიერ ორგანიზებულ ნაწილაკთა ფიზიკის საერთაშორისო მასტერკლასს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ნაწილაკთა ფიზიკის პროპაგანდის საერთაშორისo ჯგუფის (International Particle Physics Outreach Group - IPPOG) საქართველოს წარმომადგენელმა დოქტორ ქეთი მირზიაშვილმა, დოქტორ დესპინა ჰატზიფოტიადომ -ცერნის ექსპერიმენტ „ალისას“ IPPOG კოორდინატორმა, დოქტორ ირაკლი მინაშვილმა ATLAS ექსპერიმენტში საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელმა და ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ღონისძიების ადგილობრივი ორგანიზაციის ყველა პასუხუსმგებლობა აიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრმა. ATLAS ექსპერიმენტში თსუ მეფის ჯგუფის წევრებმა გ. დევიძემ, ა. დურგლიშვილმა და თ. ზაქარეიშვილმა საქართველოში IPPOG-ის მასტერკლასების ATLAS ექსპერიმენტის სესიის 2017 წლის 7 აპრილს (https://indico.cern.ch/event/630599/) და 23 ოქტომბერს (https://indico.cern.ch/event/675319/)  ჩატარების პასუხისმგებლობა აიღეს ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ჯგუფთან ერთად.

ეს საერთაშორისო მასტერკლასები (http://www.physicsmasterclasses.org/) სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას რომ ერთი დღის განმავლობაში თავი შეიგრძნონ ნაწილაკთა ფიზიკის მიმართულებით მომუშავე ფიზიკოსებად, ცერნის დიდი ადრონული ამაჩქარებლის (LHC) (https://home.cern/topics/large-hadron-collider/) მეშვეობით მიღებული რეალური ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზის საშუალებით. საერთაშორისო მასტერკლასებში საშუალო სკოლების მოსწავლეები მუშაობენ დიდ ადრონულ კოლაიდერზე ექსპერიმენების მიერ დაგროვილ რეალურ მოანცემებთან. ამ ყოველწლიური პროგრამის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში რომ მოსწავლეებმა და სტუდენტებმა იმუშაონ როგორც რეალურმა მეცნიერებმა რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. მასტერკლასების პროგრამაში ჩართულია 52 ქვეყანა და 200-ზე მეტი უნივერსიტეტი და სამეცნიერ ცენტრი. ეს პროგრამა 15-19 წლის ასაკის ახალგახრდებს ნაწილაკების ფიზიკის საიდუმლოების ამოხსნის შესაძლებლობას აძლევს. აქტიური მეცნიერების მიერ წაკითხული ლექციები მატერიის და ძალების ფუნდამენტური გამოკვლევების მეთოდების შესახებ წარმოდგენას იძლევა, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს თვითონ განახორციელონ გაზომვები ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტების რეალურ მონაცემებზე. მასტერკლასების ყოველი დღის დასასრულს, ისევე როგორც საერთაშორისო სამეცნიერო თანამშროლობაში (კოლაბირაციაში), მონაწილეები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან შეუერთდნენ ერთმანეთს ვიდეო კონფერენციის საშუალებით, დისკუსიისა და თავიანთი შედეგების გაერთიანებისათვის ( კომბინაციისათვის).

დიდ ადრონული ამაჩქარებლისის ოთხმა ექსპერიმენტმა - ALICE(https://home.cern/about/experiments/alice/), ATLAS(https://home.cern/about/experiments/atlas/), CMS (https://home.cern/about/experiments/cms/) და LHCb (https://home.cern/about/experiments/lhcb/) ხელმისაწვდომი გახადა თავიანთი მონაცემები საერთაშორისო მასტერკლასებისთვის საგანმანათლებლო გამოყენების მიზნით. მოსწავლეები შეისწავლიან ელემენტარულ ნაწილაკებს შორის შეჯახების პროდუქტებს, რომლებიც 27 კილომეტრიან ამაჩქარებელს გადიან თითქმის სინათლის სიჩქარით. ხელმისაწვდომია სასწავლო ამოცანების ფართო სპექტრი. მაგალითად მოსწავლეებს შეუძლიათ თავიდან აღმოაჩინონ W და Z ბოზონები, ან პროტონის შინაგანი სტრუქტურა. ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ჰიგსის ბოზონების ძიება- მათზე ნადირობა. ATLAS და CMS ექსპერიმენტების ფიზიკოსებმა რეალური ჰიგსის კანდიდატების შემთხვევები გახადეს ხელმისაწვდომი სტუდენტებისათვის , რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა თვალი გაადევნონ ამ იშვიათ და ძალიან მცირე სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონე ნაწილაკს. 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს ტექნილური უნივერსიტეტის პარალელურად მასტეკლაესები გაიმართა ბრუკჰეივენის ნაცინალურ ლაორატორიაში ( ნიუ-იორკი, აშშ), ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში (პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა), რომის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტში (INFN) ( რომი, იტალია). მასტერკლასების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დაუსვეს შეკითხვები ცერნის მოდერატორებს, ჩაატარეს ვიქტორინა და ყოველვე ამის შემდეგ მასტერკლასის მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.

juelich research center
TodayToday18
This MonthThis Month2190