კვლევები
ამჟამინდელი აქტიურობები
- დეტალები
-
შექმნილია ოთხშაბათი, 29 November 2017 07:29
თსუ მეფის მიმდინარე მონაწილეობა ATLAS ექსპერიმენტში მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ATLAS ადრონული ტაილ კალორიმეტრი
-
ექსპლუატაციისა და განახლების სამუშაოები (ი. მინაშვილი, ნ. მოსულიშვილი).
-
მონაწილეობა ATLAS დანადგარზე ექსპერიმენტული მონაცემების დაგროვების სეანსებში, ტაილ კალორიმეტრის მონაცემთა ვარგისიანობის შეფასებისა და მონიტორინგის ხელმძღვანელობა (ჯ.ხუბუა, მ.მოსიძე, თ.ჯობავა).
-
ტაილ კალორიმეტრის მოდერნიზაციის მე-2 ფაზისათვის შექმნილი განახლებული ელექტრონიკით აღჭურვილი მოდულის პროტოტიპის- დემონსტრატორის სატესტო დასხივების სეანსებში მონაწილეობა და დაგროვილი ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზი (თ. ზაქარეიშვილი).
-
ტაილ კალორიმეტრის ღრეჭოს სცინტილატორების ყალიბრება ელექტრონებისა და ჭავლებისათვის (ა. დურგლიშვილი, ბ. ჩარგეიშვილი).
-
ტაილ კალორიმეტრის მოდერნიზაციის მე-2 ფაზა (ა. დურგლიშვილი, ბ. ჩარგეიშვილი).
ანალიზი ფიზიკური პროგრამის ფარგლებში
-
არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენებით მიმდინარე ტოპ კვარკის დაშლის t → Zq (q=u,c კვარკებს) შესწავლა (ა.დურგლიშვილი, მ.მოსიძე, თ.ჯობავა, გ.დევიძე).
-
J/ψ მეზონების ტოპ ანტიტოპ კვარკულ წყვილებთან ერთად ასოციატიურად დაბადების დამზერა და გაზომვა (ლანკასტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფ. ვ. ქართველიშვილთან თანამშრომლობით - ბ.ჩარგეიშვილი, თ. ზაქარეიშვილი, თ.ჯობავა, ა.დურგლიშვილი, ჯ.ხუბუა, მ.მოსიძე, გ.დევიძე).