კვლევები

hepiივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სა­ხელმ­წიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერ­გი­ების ფი­ზი­კის სამეცნიერო-კვლევითი ინსტი­ტუ­ტი (მეფი თსუ) წარმოადგენს სამეცნიერო-სას­წავლო დაწე­სე­ბუ­ლებას.

ინსტიტუტის სამეცნიერო თემატიკა ძირი­თა­დად სრულდება საერთაშორისო თა­ნამშ­რომ­ლობის ფარგ­ლებში ისეთ სამეც­ნიერო ცენტრებთან კავშირში, როგორიცაა დუბნის ბირთ­ვუ­ლი კვლევების გა­ერ­თი­ანე­ბული ინსტიტუტი (დუბნა, რუსეთი), ბირთვული კვლე­ვე­ბის ევროპული ორგანიზაცია (ჟენევა, შვეიცარია), იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი (იულიხი, გერმანია) და იაპონიის პროტონულ ამაჩქარებელთა კვლევითი კომპლექსი J-PARC (ცუკუბა, იაპონია).

ინსტიტუტს მჭიდრო კავშირი აქვს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან. ინსტიტუტი ჩართულია ფიზიკის მიმარ­თუ­ლე­ბის როგორც სამაგისტრო, ისე სადოქტორო პროგრამებში.

ტერიტორიულად ინსტიტუტი მდებარეობს მდინარე ვერეს ხეობაში, თსუ მაღ­ლივი კორ­პუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ნაფეტვრების მიმართულე­ბით საბა­გირო გზიდან 500 მეტრ მანძილზე.

 

ინსტიტუტის მისამართია:

მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი,
გიორგი დანელიას ქუჩა 10, 0186 თბილისი, საქართველო.

ტელეფონი:                       +995 32 2188907
ფაქსი:                               +995 32 2189852
ელ-ფოსტა:                        This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 
juelich research center
TodayToday22
This MonthThis Month2194