კვლევები

საერთაშორისო მასტერკლასები ნაწილაკების ფიზიკაში

2018 წლის 6 და 10 მარტს დაგეგმილია ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციასთან – ცერნთან (CERN) თანამშრომლობით ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო აუთრიჩ-ჯგუფის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მასტერკლასების ჩატარება ნაწილაკების ფიზიკაში. ღონისძიებას ადგილობრივად ორგანიზებას უწევს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მის დაქვემდებერებაში მყოფი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი.

მასტერკლასების პროგრამაში ჩართულია 52 ქვეყანა და 200-ზე მეტი უნივერსიტეტი და სამეცნიერო ცენტრი. ეს პროგრამა 15-19 წლის ასაკის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს ერთი დღის განმავლობაში თავი შეიგრძნონ რეალურ მეცნიერებად და ამოხსნან ნაწილაკების ფიზიკის საიდუმლოებები ცერნის დიდი ადრონული ამაჩქარებლით (LHC) მიღებული ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზით. აქტიური მეცნიერების მიერ წაკითხული იქნება ლექციები მატერიის და ძალების ფუნდამენტური გამოკვლევების მეთოდების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს და სტუდენტებს თვითონ განახორციელონ გაზომვები ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტების რეალურ მონაცემებზე.

დიდი ადრონული ამაჩქარებლის ერთ-ერთმა ექსპერიმენტმა - ATLAS -მა, ხელმისაწვდომი გახადა თავისი მონაცემები საერთაშორისო მასტერკლასებისთვის საგანმანათლებლო გამოყენების მიზნით. მასტერკლასებში მონაწილე ახალგაზრდები იმუშავებენ ATLAS ექსპერიმენტის რეალურ მონაცემებთან, რათა გაიგონ მეტი W და Z ბოზონები შესახებ, შეისწავლონ პროტონის შიდა სტრუქტურა, თავად მოძებნონ და აღმოაჩინონ ახალი ნაწილაკი – ჰიგსის ბოზონი, რომლის არსებობაც 2012 წელს იქნა დადასტურებული დიდი ადრონული ამაჩქარებელის ATLAS და CMS ექსპერიმენტების მიერ.

2018 წლის 6 და 10 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარალელურად მასტეკლასები გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში. ღონისძიების ყოველი დღის დასასრულს, მსგავსად საერთაშორისო თანამშრომლობაში (კოლაბორაციაში) მონაწილე მეცნიერებისა, სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მონაწილეები ცერნის მოდერატორებთან ერთად ერთმანეთს დაუკავშირდებიან ვიდეო კონფერენციის საშუალებით. განიხილავენ თავიანთ შედეგებს და გააერთიანებენ მათ, ჩაატარებენ ვიქტორინას და ყოველვე ამის შემდეგ ახალგაზრდებს გადაეცემათ საერთაშორისო მასტერკლასებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს თამარ ზაქარეიშვილს დეტალური ინფორმაციის მისაღებად:

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

juelich research center
TodayToday81
This MonthThis Month2424