სიახლეები

« უკან დაბრუნება

გერმანიის ქ.იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დელეგაციის ვიზიტი თბილისში

5-7 დეკემბერი, 2011 წ. (იხ. ვიზიტის დღის წესრიგი)

5-6 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ქ. იულიხის (გერმანია) სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დელეგაცია ვიცე-დირექტორის, პროფ. სებასტიან შმიდტის ხელმძღვანელობით. სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, 5 დეკემბერს თსუ საპატიო დოქტორმა ჰანს შტროერმა წაიკითხა საჯარო მოხსენება თემაზე "მეცნიერების საზღვრები - ფუნდამენტური ფიზიკის მაგალითი". 6 დეკემბერს, პროფ. სებასტიან შმიდტმა თსუ-ში გააკეთა საინფორმაციო მოხსენება იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებში საბუნებისმეტყველო მეცნიერების სხვადასხვა დარგში მიმდინარე კვლევების შესახებ. აღნიშნულ კვლევით ცენტრთან 2010 წელს დადებული მემორანდუმის ფარგლებში, 6 დეკემბერს თსუ-ში, ასევე, ხელი მოეწერა შეთანხმებას იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრში უნივერსიტეტის მაგისტრანტთა მოკლევადიანი სავიზიტო პროგრამების შესახებ.

ვიზიტის დროს 7 დეკემბერს საქართველოსა და გერმანიის კვლევით ინსტიტუტებსა და მეცნიერებს შორის თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის სამეცნიერო ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. ამ მემორანდუმის საფუძველზე ხელი მოეწერა შეთანხმებას მაგისტრებისა და დოქტორანტების გაცვლითი პროგრამის საერთო დაფინანსების შესახებ.

« უკან დაბრუნება